თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 771-ით გაიზარდა

0
40

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 62 პაციენტი გარდაიცვალა, 1 060 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 299 810 შემთხვევა. გარდაიცვალა 7 37 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 263 805 პაციენტი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა 1 402-ს შეადგენს.