ქართული ოცნების ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახდენს

0
22

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, დღეს ზუგდიდში ველოგასეირნება გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. ველოგასეირნების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ოთარ ქადარიას განცხადებით, მსგავსი აქციების ჩატარება პერმანენტულად იგეგმება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.