ჯანმო: კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის 14-დღიანი ვადა უნდა შენარჩუნდეს

0
34

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსმა ოფიცერმა, კატრინ სმოლვუდმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის 14-დღიანი ვადა უნდა შენარჩუნდეს.

კატრინ სმოლვუდის განმარტებით, რეკომენდაცია ვირუსის ინკუბაციური პერიოდისა და გადაცემის მეცნიერულ გაგებას ეფუძნება.

კარნატინის პერიოდი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საფრანგეთში კარანტინში ყოფნას შვიდი დღის განმავლობაში ურჩევენ, ბრიტანეთსა და ირლანდიაში კი საკარანტინო პერიოდი ათი დღეს შეადგენს.