ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
62

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 93 ვადამიანს და ინფექცია 26-ს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 72 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 782 შემთხვევაა დაფიქსირებული. 226 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.