მთავარი სამედიცინო სივრცე ხელვაჩაურის მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის მერიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
67

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ შემთხვევა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მერია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„დიახ, დაუდასტურდა ორ თანამშრომელს, მაგრამ მე ინფიცირებული არ ვარ. ტესტი უკვე ჩავიტარე. ტესტები ასევე ჩაიტარეს თანამშრომლებმაც. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. სხვა დეტალები არ ვიცი“ – განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მერის განცხადებით, ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია.