ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი გარდაიცვალა

0
43

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი ქსელში ელექტროგადამცემ მავთულს აბამდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. შედეგად ორივე მათგანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.