ალექსანდრე მიშველიძე: IRI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი კი მზარდია

0
345

მიმდინარე წლის აგვისტოს თვის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამომრჩეველში ხელისუფლების ნდობა გაზრდილია და ოპოზიციური პარტიების რეიტინგებში კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 23% დაუჭერდა “ქართული ოცნებას” მხარს.-  აცხადება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველაძე.

“კვლევამ დაგვანახა, რომ “ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა მინიმუმ ორჯერ აღემატება, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი კი იმდენად დაბალია, რომ მათი შედეგების შედარება წინა კვლევებთან არარელევანტურად მიმაჩნია” – აცხადებს მიშველიძე.

ალექსანდრე მიშველაძის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ქართული “ოცნების” რეიტინგის ზრდა Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს დაუკავშირა.

“ოპოზიციური სპექტრი პირდაპირ თუ ირიბად თანხმდება, რომ ხელისუფლების ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში ეფექტური იყო, სწორედ ამით ხსნიან „ქართული ოცნების“ მზარდ რეიტინგს, მაგრამ ამავე დროს, მიანიშნებენ, რომ შემდეგ თვეებში ქართული „ოცნების“ რეიტინგი შემცირდება. მსგავსი განცხადებები ოპოზიციური პარტიების წევრებისგან საკუთარ ამომრჩეველთან ერთგვარ თავის მართლებად მიმაჩნია. ისინი საკუთარი რეიტინგის ზრდისათვის ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამენ და ხელისუფლების შეცდომებზე არიან დამოკიდებულები,”  – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე.

მიშველაძის  თქმით, გლობალურმა პანდემიამ და ხელისუფლების ქმედითმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერი გახდა.