ეკატერინე ტიკარაძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, არჩევნები ჩატარდეს ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში

0
32

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილ ვადაში ჩატარდეს და მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო გარემო იქნას უზრუნველყოფილი.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შრომითი უსაფრთხოება დეტალურად მუშაობენ თითოეული პარტიის წარმომადგენელთან, ასევე ​ცესკო-სთან, რათა საარჩევნო უბნებზე გატარდეს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, თავისუფლად, ყოველგვარი შიშისა და საფრთხის გარეშე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი ხმა, თავიანთი არჩევანი, რათა ქვეყანამ შეძლოს და განაგრძოს დემოკრატიული გზა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების მოწყობის არაერთი სცენარი განიხილება.

„ანუ მნიშვნელოვანი აქ არის, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც უფიქსირდება სიცხე და ხდება საეჭვო კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, საშუალება მივცეთ, გააკეთოს თავისი არჩევანი. აქედან გამომდინარე განიხილება არაერთი სცენარი, როგორ მოეწყობა ეს სივრცე – დეტალებზე შეთანხმებულები არ ვართ, რადგან არსებობს მრავალგვარი გამოსავალი და ამ მრავალგვარი გამოსავლიდან ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საუკეთესო, უსაფრთხო გამოსავალი შევარჩიოთ. როდესაც დეტალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორი იქნება ეს სივრცეები, ჩვენს მოქალაქეებს გავაცნობთ, რათა უზრუნველვყოთ მათი სიმშვიდე და სტაბილურობა. გავაცნობთ ყველა მოცემულობას, როგორი იქნება საარჩევნო სივრცე კოვიდპანდემიის პირობების დროს“,- განაცხადა ეკატერინე