რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

0
59

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მას ჯერ გამომძიებლებისთვის ჩვენება არ მიუცია. ბესელიას არც ადვოკატი შეხვედრია.

დაკავებულს, მორაგბე “შვიდკაცას” კაპიტნის, რამაზ ხარაზიშვილის დაჭრას ედავებიან. პარალელურად რაგბის ფედერაციის კლუბის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფი ისევ კლანურ მმართველობაზე და ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს.

საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ფედერაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდნენ.

მათი მტკიცებით, პროცესები გაუმჭვირვალედ იმართებოდა. საჯარო ბრალდებებს უკვე ორი თვეა პროკურატურაც იკვლევს, თუმცა საგამოძიებო უწყებას ჯერ დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა ის დღეს გამომძიებლებმა პალატაში დაკითხონ.