ირაკლი კობახიძე – საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს

0
38

საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. არიან პოლიტიკური კრიმინალები და ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. არიან პოლიტიკური კრიმინალები, რომელთაც კონკრეტული სასჯელები შეეფარდათ და ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ. მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ – წელს რომ მოვიპარო 48 მილიონი და ეს საარჩევნო მიზნებს მოვახმარო, ჩემ მიმართ აღძრული საქმე ოდესმე შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად მოტივირებულად? – რა თქმა უნდა, არა. პასუხი ნათელია – როცა 48 მილიონს იპარავ, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ვერ იქნება და უფლება არ გაქვს, პოლიტიკაში დარჩე. საქართველოში ეს პოლიტიკური კულტურა დამკვიდრებული ჯერ არ არის, თუმცა ძალიან მალე საბოლოოდ დამკვიდრდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „მთლიანობაში, რეზოლუცია ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანა ყველა მიმართულებით განიცდის“.

„შესაბამისად, ეს კარგ საფუძველს ქმნის იმისას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ჩვენი სახელმწიფო თავის პოლიტიკაში თანმიმდევრულია და საბოლოოდ იმ შედეგს მოიტანს, რასაც ჰქვია საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირში. კიდევ ერთხელ გეტყვით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს. ანგარიშში მოხვდა იმიტომ, რომ ევროპარლამენტიც არის სხვადასხვა პოლიტიკოსის. იქ არიან სხვადასხვა პოლიტიკოსების, საბოლოო ჯამში, გარკვეული კომპრომისების მიღწევა უწევთ. შესაბამისად, რაღაც ჩაიწერა, რასაც არ ვეთანხმებით. ეს არის ერთი პატარა პასაჟი, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ჩანაწერიც არის ძალიან რბილი, ერთგვარი კომპრომისი გამონახეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც მათ შორის, ვინც არ ეთანხმებოდა ამ ჩანაწერს. ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა გარკვეული კომპრომისის გამოძებნა ყოველთვის არის საჭირო ისეთ ორგანოებში, როგორიც არის პარლამენტი და მათ შორის ევროპარლამენტი. მთავარია, რომ საქართველოში პოლიტიკური მოტივით არ ხდება არავის დევნა, არიან პოლიტკრიმინალები. ეს არის მაგალითად უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, ნიკა მელია, რომელმაც „ქართუ ბანკი“ ადეიშვილის დავალებით გააკოტრა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეპყრობოდნენ სხვა ადამიანებს, მაგალითად, გელაშვილის საქმეზე აქვთ შეფარდებული სასჯელი. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური დევნილი, პოლიტკრიმინალები არიან და საქართველოში პოლიტკრიმინალების დრო მალე დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.