ირაკლი კობახიძე – არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო საარჩევნო გარემო იქნება

0
33

მაიკ პომპეოს და ამერიკის ხელისუფლებას მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, მათ შორის, ამ მხარდამჭერი განცხადებისთვის, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა მნიშვნელოვანია და არის დამატებითი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო საარჩევნო გარემო შეიქმნას.

„ჩვენთვის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება დამატებითი გარანტია იმის, რომ საარჩევნო გარემო ქვეყანაში სათანადოდ იქნება ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენთვის ეს პრინციპული ამოცანაა და ამერიკელი მეგობრების დახმარებასა და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.