საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა

0
34

დეპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

გადაწყვეტილება პარლამენტში დიპლომატიური კორპუსთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მხარეები პოზიციებს ერთ დღეში შეაჯერებენ და არსებულ პროექტს გადაამუშავებენ.

ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. ასევე, შესაძლებელი იქნება მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება, თუმცა, თავად ეს პროცესი, უფრო შემცირებული შემჭიდროებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.