“BBC russian“: გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ი ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის სოჭში შეხვედრაზე

0
68

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური BBC russian») აქვეყნებს ინგლისური პრესის თემატურ მიმოხილვას, რომელიც ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხება. კერძოდ, მიმოხილულია გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში გამოქვეყნებული სტატია ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის სოჭში შეხვედრის თაობაზე.

„კოლემურნეობის ყოფილი თავმჯდომარე კიდევ ერთხელ შეეცადა ვლადიმერ პუტინის წინაშე თავის მოკატუნებას, – წერს გაზეთი. „ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს – „უფროს ძმას“ შეხვდა და უთხრა – „ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა, დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთვისო“. დახმარება კი მართლაც მნიშვნელოვანია – მილიარდნახევრიანი დოლარის კრედიტი. ამასთან, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თითქმის ყოველთვიურად ჩატარდება ორმხრივი სამხედრო მანევრები. გაზეთის აზრით, ეს ყველაზე აშკარა ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი ძალას გამოიყენებს, რათა მეზობელ მოსაზღვრე სახელმწიფოში რევოლუცია არ იქნეს დაშვებული.

არადა, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ალექსანდრე ლუკაშენკო იქადნებოდა და თავს დამოუკიდებლობაზე სდებდა – აცხადებდა, რომ რადგანაც იგი არ თანხმდება რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციაზე (ანუ გაერთიანებაზე, როგორც ეს ვლადიმერ პუტინს სურს), ამის გამო მოსკოვში ვიღაცეებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურთ. მაგრამ ბოლო მოვლენების გამო „ბატკამ“ სწრაფად შეიცვალა კურსი და მოსკოვს დახმარება სთხოვა, თან „მეგობრულად გააფრთხილა“ – მე თუ აღარ ვიქნები, იგივე მოვლენები შეიძლება რუსეთშიც დაიწყოსო.

მოსკოვი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რადგან სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ბელარუსში ნამდვილად აღარ არის – ზოგი ემიგრაციაშია, ზოგი ციხეში, – ნათქვამია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-54156479