ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ

0
62

აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა განსაზღვრონ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ, სულ მცირე, 7 დღიანი კლების ციკლი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ, რამდენად კონტროლირებადი გავრცელაბაა ინფექციის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში, აჭარის მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში ჩართულ ყველა კლინიკას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს აჭარაში ფიქსირდება 126 ინფიცირებული. სიტუაცია კონტროლირებადია იმ მიმართულებით, რომ ეპიდემიოლოგები ეფექტურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა არის ბევრად უფრო გაუმჯობესებული. ლაბორატორიული ქსელი ასევე აწარმოებს თავის საქმიანობას და დღის ბოლომდე გვექნება კიდევ უფრო მკვეთრი სურათი. რაც შეეხება საწოლ ფონდს, მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტლის წარმომადგენელს, რომლებიც არიან ჩართულები კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში, იმ თანამშრომლობისა და გაგებისთვის, რომლის საჭიროებაც დღეს ქვეყანაში დგას. დღეს აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და ამ ეტაპისთვის, თავისუფალია რის 150-მდე საწოლი. ეფექტურად მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა სასტუმროებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, პაციენტებს, რომელთაც ვირუსის მსუბუქი ფორმა უფიქსირდებათ, საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან და ეს პროცესი თამარ გაბუნიას პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი