ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

0
57

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 მძიმე პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენს ცენტრში გახლდათ 33 პაციენტი, მივიღეთ ორი პაციენტი, გავწერეთ – 3. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მძიმე პაციენტების სია გაიზარდა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 5 მძიმე პაციენტი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში COVID-19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.