ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

0
52

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

გიორგი შენგელიამ გორკის  ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ასევე, წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია პარალელურად ხორციელდება.

2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.