ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან გრძელდება

0
40

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან გრძელდება.  მმართველი პარტიის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, ანგისის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობასთან გამართულ ღია შეხვედრაზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. კანდიდატებმა ამომრჩევლებს სამომავლო პრიორიტეტები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.