ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

0
28

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება.

დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს. ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ მოქალაქეთა 24 საათიანი თერმოსკრინინგი. აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში – სოფ. ტვიშისა და გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე.

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით,
ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის”,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ