პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

0
54

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებები 81 ხმით, არც ერთის წინააღდმეგ დაამტკიცეს. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

ცვლილებების გათვალისწინებით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.