ლადო კახაძე -დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა, ეს დედის აფარებაა საკუთარი თავის დასაცავად

0
63

„დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა, ეს დედის გაწირვის ტოლფასია – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე. „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდში მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიადატად გიული ალასანიას შესაძლო წარდგენას.

როგორც ლადო კახაძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“ განაცხადა, მეგრელები სააკაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას არ შეუქებენ.

„მეგრელები სააკაშვილს ასეთ გადაწყვეტილებას არ შეუქებენ.დედა ასეთ ბრძოლაში არ უნდა შეუშვა. ეს დედის გაწირვის ტოლფასია და დედის აფარებაა საკუთარი თავის დასაცავად. ამას არც ერთი მეგრელი არ შეუქებს. დედას იქეთ უნდა გადაეფარო. მეუღლეს უნდა გადაეფარო, ოჯახის წესები ეს არის“,- განაცხადა ლადო კახაძემ.