ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საქართველოც ახსენა

0
54

ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუს ხალხს ევროკავშირის სახელით მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო, ხოლო ქვეყნის ხელისუფლების ქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ სამარცხვინო იყო.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ისაუბრა და აღმოჩნდა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტმა დეპუტატებს შეახსენა რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, სოლსბერიში და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა.

“მათ ვინც, რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს უჭერს მხარს, ვეტყვი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ქიმიური აგენტით გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ჩვენ მსგავსი სახასიათო მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში ვიხილეთ, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა. ეს ქმედებები არ იცვლება და არანაირი გაზსადენი არ შეცვლის ამას”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.