დონალდ ტრამპი: COVID-19 ვაქცინის გარეშე გაქრება

0
59
1209898354

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცახდებით, კორონავირუსი ვაქცინით ან მის გარეშე “გაქრება”, რასაც შეერთებულ შტატებში “ჯოგური მენტალიტეტის“განვითარება განაპირობებს.
”ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ვირუსი წავა [გაქრება]” ვაქცინის გარეშე, ჯორჯ.

განვითარდება „ჯოგური მენტალიტეტი“. ზუსტად ასე მოხდება ყველაფერი“,, – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტთან, ჯორჯ სტეფან ოპულოსთან საუბრისას.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი „ჯოგური მენტალიტეტის“ ნაცვლად „ჯოგურ იმუნიტეტს“ გულისხმობდა, რომელიც მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანთა საკმარის რაოდენობას უვითარდება იმუნიტეტი დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
გასულ კვირას, ენტონი ფაუჩიმ, თეთრი სახლის კორონავირუსის შემსწავლელი სპეციალური ჯგუფის მთავარმა წევრმა, განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ტრამპის მტკიცებას, რომ აშშ-ში ვირუსის “შემობრუნების” ტალღა სრულდება.

“ბევრი ადამიანი მეთანხმება”, – განაცხადა ტრამპმა სტეფანოპულოსს, – მოუსმინეთ სკოტ ატლასს და სტენფორდის უნივერსიტეტის ზოგიერთ სხვა ექიმს, რომლებიც ფიქრობენ, რომ იქნებ თავიდანვე შეგვეძლო ამის გაკეთება [„ჯოგური იმუნიტეტის“ სტრატეგიის შემუშავება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ვაქცინის უზრუნველსაყოფად თეთრი სახლის ადმინისტრაციის საქმიანობა; ტრამპის თქმით, ვაქცინა შეიძლება მზად ყოფილიყო სამ ან ოთხ კვირაში. ეს განცხადება კი სამედიცინო კუთხით სკეპტიციზმს გამოიწვევდა. ფაუჩის თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი წლის ბოლოსთვის იქნება.