ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება

0
41

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად უტარდება.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშვების პროცესს დღეს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

“ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დეზინფექცია სისტემატურად უტარდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მგზავრობისას უმნიშვნელოვანესია რეკომენდაციების დაცვა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, ატარონ პირბადე და გაითვალისწინონ სხვა რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“,-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 15 ახალი ავტობუსი ჰყავს, წლის ბოლოსთვის კი ავტოპარკი 25 ახალი ავტობუსით განახლდება.