შესაძლოა, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლის პირობებში ვუმკურნალოთ – თამარ გაბუნია

0
73

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა.

„ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანას ჰქონდა ბინაზე მკურნალობის გამოცდილება.

„ჩვენ გადატვირთვის სცენარი არ გველოდება, თუმცა მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვაზე შესაძლოა ვიფიქროთ. ეს არ განიხილება ქრონიკული დაავადების ქონის შემთხვევაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.