ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

0
67

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი – მე-7 პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 84 წლის ქალი სახლის პირობებში მკურნალობდა.

პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ქალბატონი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში 7 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.