ბილ გეითსი – კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო განვითარება ორი ათეული წლით უკან დახია

0
46

„კოვიდ-19“-ის გავრცელებამ მსოფლიო განვითარება ორი ათეული წლით უკან დახია, – ამის შესახებ ბილ და მელანია გეითსების ფონდის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მოხსენების თანახმად, ათეულობით მილიონი ადამიანი უდიდესი უთანასწორობის, დაავადების და სიღარიბის წინაშეა, რადგან კორონავირუსულმა ინფექციამ გაერო-ს მდგრადი განვითარების ბევრ მიზანზე უარყოფითად იმოქმედა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში, ბილ გეითსმა თქვა, რომ „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა მზად, სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება.

ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვაქცინა ღარიბი ქვეყნებისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.