გაო ჩენიუნი – ჩინელი „ჯეკ მფატრავი“

0
58

გაო ჩენიუნს მისი სისასტიკისა დაუნდობლობის გამო ჩინელ “ჯეკ მფატრავად“ მოიხსენიებდნენ. ის 1988 წლიდან ოცდამეერთე საუკუნის დამდეგამდე აუპატიურებდა და მხეცური სისასტიკით ხოცავდა ქალებსა და ქალიშვილებს. ამ დროის მანძილზე ცივსისხლიანმა მანიაკმა 11 ადამიანი
გამოასალმა სიცოცხლეს. მათ შორის ერთ-ერთი, 8 წლის ბავშვი იყო.

ჩინელი მანიაკი თავისი პირველი მსხვერპლს 1988 წელს გაუსწორდა. მოკლული 23 წლის ბაიინის მკვიდრი ქალი აღმოჩნდა. უბედურ მსხვერპლს გაომ დანით 26 ჭრილობა
მიაყენა.

გაო მომავალ მსხვერპლს ჯერ უთვალთვალებდა, შემდეგ კი მათ ბინაში აღწევდა, აუპატიურებდა და შემდგომ დანით ჩეხავდა.

დამნაშავე განსაკუთრებული სისასტიკით ქალებს უსწორდებოდა. ხშირ შემთხვევაში მანიაკი გოგონებს მკერდსა და სასქესო ორგანოებს აჭრიდა.

ზოგ მოკლულთან მკვლელი ნეკროფილურ კავშირსაც ამყარებდა.

დაპატიმრების შემდეგ, გაომ მის მიერ ჩადენილი თავზარდამცემი მკვლელობები აღიარა.