კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 20 თბილისში დაფიქსირდა

0
58

კოვიდინფიცირების 170 შემთხვევიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრციდან, დანარჩენები არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: 124 აჭარა-ბათუმი, 20 თბილისის, 13 ქუთაისი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, 3 გურია-ოზურგეთი, 3 მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა და ერთი რაჭა-ლეჩხუმი, ცაგერი.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.