გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 124 შემთხვევა დადასტურდა

0
37

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა, აქედან 124 შემთხვევაში პასუხები კორონავირუსზე დადებითია.

აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 414 პაციენტი, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებეში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.