პარლამენტმა სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

0
222

საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

დეპუტატებმა გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს თავად სოფო ქაცარავამ მიმართა.

სოფო ქაცარავამ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც უმრავლესობამ კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. მოგვიანებით, სოფო ქაცარავამ სადეპუტატო მანდატზეც თქვა უარი. 

14 ნოემბერს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, სოფიო ქაცარავასთან ერთად საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ, მარიამ ჯაშმა. გუშინ კი, საპარლამენტო უმრავლესობას ზვიად ძიძიგურის პარტია “კონსერვატორებიც” გამოეთიშნენ.

დეპუტატების პროტესტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდებამ გამოიწვია.