პარლამენტის პასუხისმგებლობაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატები დანიშნოს -კრისტიან ურსე

0
222

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს გამოეხმაურა.

ურსეს თქმით, პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატები დანიშნოს.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვენეციის კომისიას სთხოვეს, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტის შესახებ. მას შემდეგ ჩვენ დავადგინეთ, რომ უნდა განხორციელდეს გამჭვირვალე, თანმიმდევრული პროცესი, რომელიც საუკეთესო, კვალიფიციურ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გახდომაში დაეხმარება. პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ ეს პროცესი საუკეთესო კანდიდატების დანიშვნით დაასრულოს“ ,- განაცხადა კრისტიან ურსემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება.

მოსამართლეობის კანიდატებს არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.