ხელოვნების სასახლემ მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო TripAdvisor Travelers Choice Awards-ი მოიპოვა

0
165

ხელოვნების სასახლემ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელსი წერს.

“2020 Travelers ‘Choice Awards- ის გამარჯვებულებმა უნდა იამაყონ ამ გამორჩეული აღიარებით”, – აღნიშნავს კანიკა სონი, Tripadvisor- ის მთავარი კომერციული დირექტორი. ”მიუხედავად იმისა, რომ რთული წელი იყო მოგზაურობისა და სტუმართმოყვარეობისთვის, ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორების მიღწევები. ჯილდოს მფლობელები განსაკუთრებული მომსახურეობითა და ხარისხით გამოირჩევიან. ჩვენთვის ისინი შთაგონების დიდ წყაროს წარმოადგენენ მაშინ როდესაც სამყარო კვლავ უბრუნდება აქტიურ სამუშაო რეჟიმს“

ამ ეტაპზე საქართველოს ხელოვნების სასახლე საქართველოს 46 მუზეუმს შორის ონლაინ პლატფორმაზე მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს. ქართულ მუზეუმებს შორის პირველ ადგილზე ციფრული მუზეუმია, მეორე ადგილზე კი ფოტოგრაფიის გალერეა. ამ სამეულში ხელოვნების სასახლე ერთადერთი სახელმწიფო მუზეუმია.

Tripadvisor, Inc. მსოფლიოს უდიდესი სამოგზაურო პლატფორმაა, ის მუშაობს ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელი აფასებს საიტზე განთავსებულ კონტენტს, გეგმავს ონლაინ ტურებს და იღებს ინფომაციებს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე მსოფლიოს მასშტაბით. საიტი, ასევე, გთავაზობთ მომხმარებლის მიერ განთავსებულ სხვადასხვა შეფასებას მოსანახულებელ ადგილთა შესახებ და საშუალებას იძლევა რეიტინგის მეშვეობით გაფილტროს მოგზაურმა სასურველ ლოკაციაზე არსებული დაწესებულებები.
ყოველწლიურ ჯილდოს სახელწოდებით „TripAdvisor Travelers Choice Awards”, გამარჯვებულ ღირსშესანიშნაობას მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ადგილების 10% -ში ათავსებს, რაც განისაზღვრება საიტის მილიონობით მოგზაურის შეფასებებით! ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ეს არის ყველა ჩვენთაგანის ერთობლივი გამარჯვება, განსაკუთრებით კი მუზეუმის საექსკურსიო ნაწილის, ჩვენი მუდამ ღიმილიანი, თავაზიანი და განათლებული გიდები ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ ჩვენს დამთვალიერებელზე, რაც სამუზეუმო კოლექციებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია! ვულოცავ მთელს მუზეუმს განსაკუთრებით კი Lalu Laliko Lelo Chichinadze Irakli Zambaxidze Irina Moistsraphishvili ბექა ღაჟონია Nino Todua Likuna Leshkasheli
” – წერს გიორგი კალანდია.