კიევში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

0
244

კიევში დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი  გიორგი მოდებაძე, მეტსახელად “გეგა ოზურგეტსკი”, რომელიც უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა.

უკრაინული ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე კიევში უკანონოდ შევიდა, რის შემდეგაც მისი დაკავების ოპერაცია დაიგეგმა. პოლიცია აცხადებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის უკრაინაში ჩასვლის მიზეზი მისი თანამოაზრეების შეკრება, კრიმინალური ჯგუფების ჩამოყალიბება და დესტაბილიზაციის კერის შექმნა იყო.