ოსკარ დირლენვანგერი – სადისტი მეორე მსოფლიო ომიდან

0
75

ოსკარ დირლენვანგერმა პირველ მსოფლიო ომში მიღებული საბრძოლო გამოცდილების მეშვეობით, “წარმატებული“ კარიერის გაკეთება შეძლო. ოსკარი ერთ-ერთი საჯარიმო
ქვედანაყოფის მეთაურად გაამწესეს, რადგან განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

ესესელი მეთაური თავისი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების გადაბირებას სისხლის სამართლის დამნაშავეთა შორის ახდენდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჯალათების შერჩევას “მეთაური“ საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა და სულით ავადმყოფთთვის განკუთვნილ
დაწესებულებათა ბინადრებს შორისაც კი ახდენდა.

სწორედ ამ ჯალათთა პირუტყვული სისასტიკე იწვნიეს საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა.

ქვედანაყოფის ეგრეთწოდებული მებრძოლების აღვირახსნილ და გაუგონარ სისასტიკეს თვალს ნეტარებით ადევნებდა დირლევანგერი. საბრალო ადამიანთა მკვლელობა, წამება და გაუპატიურება
ესესელ ჩინოსანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.

დირლევანგერის ავადმყოფურმა ცნობიერებამ ისიც კი მოისაზრა, რომ ტყვეები ვირთხის შხამით “გამოეკვება“. საბრალო მომაკვდავთა ყურებით კი ეს სადისტი თავის ჯარისკაცებს ართობდა და მათ ნებას რთავდა აგონიაში მყოფი ადამიანები გაეუპატიურებინათ.

1945 წელს, ფრანგული შენაერთების მიერ დატყვევებული ჯალათი დირლევანგერი ალტჰაუზენის ციხის ბანაკში სასტიკი ცემის შედეგად აღესრულა.