მკვლელთა “იუმორი“ – სერიული მკვლელი, რომელიც თავის განაჩენს აპლოდისმენტებით შეხვდა

0
46

21 წლის სამხრეთ აფრიკელი სერიული მკვლელი, კამერონ უილსონი აპლოდისმენტებით შეეგება სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილ განაჩენს. სასამართლომ მას ჩადენილი
დანაშაულების გამო ოთხგზისი სამუდამო და დამატებით 71-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კამერონ უილსონის უკანასკნელი მსხვერპლი, 18 წლის ლექსიტუ მური, უილსონმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი დანით ასამდე ჭრილობა მიაყენა.

ცივსისხლიანმა მკვლელმა სასამართლო დარბაზის დატოვებისას, გაუგონარი სისასტიკით
მოკლული ქალიშვილის მშობლებს და ახლობლებს შესძახა: “სამაგიეროდ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ”.