მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

0
287

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციის მიხედვით ლუჟკოვი გერმანიაში, მიუნჰენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა.