ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და არსებობენ პოლიტპატიმრები – სოფო კილაძე

0
303

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და არსებობენ პოლიტპატიმრები.

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. გუშინ ვიხილეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა სწორედ ამ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი და არსებობენ პოლიტპატიმრები.

ცუდია, როცა ცალკეული ადამიანების, თუნდაც დეპუტატების აზრის წარმოჩენა ხდება, როგორც ერთიანი პოზიცია ევროპარლამენტის. პოლიტპატიმრებზე ბევრი თუ საუბრობდა, მაშინ შესაბამისი რეზოლუცია რატომ არ მიიღო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ? ეს საკითხი ჩააგდეს. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევით ხდებოდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.