„ნორმანდიის ოთხეულის“ პრეს-კონფერენცია: პუტინმა, ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელა

0
255

(ამონარიდი სტენოგრამიდან)

კითხვა (DPA – Deutsche Presse-Agentur): ბატონო პუტინ, თქვენ თქვით, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდით და ორ გერმანელ დიპლომატს გააძევებდით. როდის განახორციელებთ ამ ზომებს? და რამდენად სერიოზულია კრიზისი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებში?

ვლადიმერ პუტინი: „თქვენ თქვით „ქართველის მკვლელობაო“ [გერმანელმა ჟურნალისტმა სიტყვა „ქართველი“ ანგელა მერკელისადმი კითხვაში ახსენა], ეს მთლად ასე არ არის. ბერლინში დაიღუპა ადამიანი, რომელიც უბრალოდ ქართველი კი არ არის, არამედ ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, კავკასიაში, სეპარატისტების მხარეს. ის  არ არის ეროვნებით ქართველი. ჩვენ ეს ადამიანი ძებნაში გვყავდა, ის არის ბოევიკი, თანაც ძალზე სისხლიანი და დაუნდობელი ადამიანი. მხოლოდ ერთ აქციაში, რომელშიც ის მონაწილეობდა, 98 ადამიანი იქნა მოკლული. იგი მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო.

მე არ ვიცი, მას რა დაემართა, [ვინ განახორციელა ანგარიშსწორება]… საერთოდ, ბანდიტთა გარემოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ წინასწარი მოსაზრებების საფუძველზე დიპლომატების გაძევება არაკორექტულია, თანაც იმ დიპლომატებისა, რომლებთაც მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებთ.

თქვენ საპასუხო ზომებზე მკითხეთ: არსებობს უბრალო დაუწერელი კანონები, პრაქტიკა ამგვარი შემთხვევებისათვის: თქვენ აძევებთ ჩვენს დიპლომატებს, ჩვენ კი თქვენებს. მორჩა და გათავდა. არის თუ არა ეს ურთიერთობების კრიზისი? რა თქმა უნდა, ამაში არაფერი კარგი არ არის, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ კრიზისია ან ის უნდა გაჩნდეს. თუმცა მე ვეთანხმები კანცლერს, რომ ჩვენ მომხდარში უნდა გავერკვეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გერმანელ კოლეგებს დავეხმაროთ.

სხვათა შორის, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ თანამშრომლობა დაგვეწყო არა მხოლოდ ამ ტრაგიკულ გარემოებებში გასარკვევად, არამედ უფრო ადრე. რუსულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია საკითხი გერმანელი კოლეგების წინაშე ამ ბანდიტისა და მკვლელის გაძევების თაობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ“.

———–

წყარო: http://kremlin.ru/events/president/news/62277