დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა

0
237

სოფელ ახმაჯთან საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ე.წ. ოსური „კგბ“-ს სააგენტო ავრცელებს. დე ფაქტო ცხინვალი დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.

ისინი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.