„ოქროს გლობუსის“ ნომინანტები დასახელდნენ

0
282

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები გამოაცხადეს.

ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ.

ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია „ირლანდიელი“, „1917“, „ჯოკერი“ და „ორი მამით“.

კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური ფილმი“ ოქროს გლობუსისთვუს შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: „ერთხელ ჰოლივუდში“, „მე მქვია დოლემაიტი“, „კურდღელი ჯოჯო“, „დანები“ და „როკეტმენი“.

ნომინაციაზე „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილებია: „მემკვიდრეები“, „დიდი პატარა ტყუილები“, „ევას მკვლელობა“ და „დილის შოუ“.

„საუკეთესო კომედიური სერიალისთვის“ ოქროს გლობუსის მოსაპოვებლად კი „ბარი“, „კომინსკის მეთოდი“, „პოლიტიკოსი“, „გასაოცარი მისის მეიზელი“ და Fleabag-ი იბრძოლებენ.

„ჩერნობილი“ საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაზეა წარდგენილი. გამარჯვებულებს 5 იანვარს გამოაცხადებენ.