ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება

0
358

 

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. დიპლომატი ფოტოს აქვეყნებს და შემდეგ ტექსტს ურთავს:

„მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამ აჩვენა, რომ ორივე მხარე ვალდებულების ერთგულების კვალდაკვალ, შედეგის მისაღწევად საერთო გზას ეძებს. პროგრესი ეტაპობრივად მიიღწევა“.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.