აშშ და ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებების განახლების თარიღზე შეთანხმდნენ

0
223

აშშ და ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებს 5 ოქტომბერს განაახლებენ. ამის შესახებ Reuters-ი კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსამზადებელი შეხვედრა 4 ოქტომბერს გაიმართება, მოლაპარაკებების ჩატარების ადგილი კი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას თეთრ სახლშიც ადასტურებენ.

მოლაპარაკებების განახლებაზე ქვეყნების ლიდერები დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი 2019 წლის ივნისში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე ხანმოკლე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს აქამდე არ მომხდარა.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი  ერთმანეთს პირველად 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.