ბათუმში მასაჟის სალონებში პოლიცია შევიდა

0
235

 საგამოძიებო მოქმედებები ქალაქ ბათუმში 12 ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, გამოძიება 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს, მეტ ინფორმაციას პრესცენტრი გაავრცელებს. დაკავებული არავინ არ არის“, -განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა

ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.