ერაყში, აეროპორტთან არსებულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

0
294

ერაყში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განთავსებულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სამხედროების ინფორმაციით, დაჭრილია ექვსი „მეომარი“.

ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური რაკეტებით იერიში ბალადის საჰაერო ბაზაზეც მიიტანეს, სადაც შეერთებული შტატების სამხედროები იმყოფებიან.

სამშაბათს, სამხრეთ ერაყში, ანბარის პროვინციაში მდებარე აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. მედიის ცნობით, აქაც ამერიკული ჯარები არის განლაგებული.

„როიტერსის“ ცნობით, თეთრ სახლში განიხილავენ, რომ აღნიშნული თავდასხმები ირანის მხარდაჭერით ხორციელდება.