საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

0
228
Georgia and Australia. Crossed Georgian and Australian flags. Official colors. Correct proportion. Vector illustration

ახალი ზელანდიის კუნძულ ვაკაარიზე (“თეთრი კუნძულია”) ვულკანის ამოფრქვევის გამო, საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში ახალ ზელანდიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

განცხადების თანახმად, ვულკანის ამოფრქვევის გამო, კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილებები გამოაცხადა. საელჩოს ცნობით, ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ასეთ ვითარებაში, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.

გაფრთხილებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდებზე https://westcoastemergency.govt.nz/ და https://www.journeys.nzta.govt.nz/traffic

საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზის ნომერიც: +61 416 861 219.

“გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ახალ ზელანდიაში „თეთრ კუნძულზე“ ვულკანი გვიან ღამე გააქტიურდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. ვულკანის ამოფრქვევისას „თეთრ კუნძულზე“ სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.