ხვალ ვაშინგტონში ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება

0
217

რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს, რომ 10 დეკემბერს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიიღებს. 

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას მაიკ პომპეოს შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე უწყებაში განმარტება არ გაკეთებულა.

ტრამპისა და ლავროვის პირველი შეხვედრა 2017 წლის მაისში ასევე ვაშინგტონში გაიმართა.