საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა

0
225

სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, მოძრაობა ,„სირცხვილიას“ და ,„შეცვალეს“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოძრაობის წევრები სასტუმროსთან პლაკატებითა და სიმბოლური საარჩევნო ყუთით მივიდნენ. ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.