ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ-ევროპარლამენტარი

0
222

20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის წევრმა,  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

“ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკური სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი”.

კუბილიუსის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ხელშესახებ შედეგს გამოიღებს და კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნება.