უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ელისეის სასახლეში პირისპირ შეხვდებიან

0
250

 

 ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აუდიენცია პარიზში ნორმანდიული ოთხეულის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გაიმართება. ​ეს პუტინისა და ზელენსკის პირველი შეხვედრა იქნება.

სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, დღეს საფრანგეთში ნორმანდიული ოთხეულის სამიტი გაიმართება. სამიტში მონაწილეობენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.