გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა

0
190

ჰუმანური განვითარების ინდექსში (HDI) საქართველო 70-ე ადგილს იკავებს, 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. ეს მონაცემები შევიდა 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR), რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში დღეს გამოქვეყნდა.

წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსსა (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

თუმცა უთანასწორობის გათვალისწინებით, დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.